Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - ქერქი
Связанные словари
Перевод с грузинского языка ქერქი на русский
არს ზოგადი სახელი, საკუთრად კანი ხეთა, кора, корка და ესრეთ კაცთა და ხცოველთა ქერქსა ეწოდება ტყავი; მფრინველთასა კანი; თევზთა, გველთა და მისთანათასა ქეცედი, ქიცვი და ქერქლი; კუთა, კირჩხიბთა, ლოკოკინათა და მისთანათა ბაკანი და კეცტყავი; სადაფთა და ზღჳს ლოკოკინათა ნიჟარა; კვერცხთასა ხეჭუჭი; ხეჭუჭს სინაგანსა და ტჳნთა გარემოს თხელსა კანსა გარსი და აფსკა; ნიგოზთა, თხილთა და მისთანათასა ნაჭუჭი; წაბლთა, წიფელთა და სხუათასა ხეჭბი; ყურძნის ქერქთა და სხუათა, რაც დაიწურვის ჭაჭა; სხუათა ხილთა შემოთლილს ქერქს ნაფრცქვენი; ხახუთა, ნიორთა და მისთანათასა ნაქურჩალი; მარცუალთასა კილი და ქუჩუბო; ცერცუთა და ლობიოთასა პარკი, ჩენჩო და ჭოტი; ხეთაგან მრთლად შენაძრობთა ზრქელთა ქერქთა ჭურჭლად შექმნილთა ხოკი და ხოკერი; ფიჭვისას ქერ (ქ) ეჭანა; თელათა, ცაცხუთა და მისთანათა ლბილსა ქერქსა, რომლისაგან მოიქსოვებიან ნეჭა და სფირიდი, ანუ შეიგრიხებიან ავრიტნი, ეწოდება ლაფანი და ხრალი და შიგნით აფსკასა მათსა ქურთენი, ქურთლი, ნაქურთენი და ნაქურცენი.