Поиск в словарях
Искать во всех

Грузинско-русский словарь Нико Чубинашвили - ზროხა

 
 

Перевод с грузинского языка ზროხა на русский

ზროხა

(ოთხფ.) ცნობილი შინაური ხვასტაგი (ფსალ. 8, 7), вол, ესე არს საზოგადო სახელი, ხოლო მამალს ეწოდების ხარი, დედალს ფური, შვილთა მათთა -ხბო, წლამდე სახარეს ხბოს ბოჩოლა, საფურეს მოცედი, წელიწადზედ მეტს სახარეს მოზვერი და ზვარაკი, საფურეს დეკეული და დიაკეული, ორის წლისას ხარს ბოიკი, ფურს წიქარა, საკლავად სასუქს უსხი, საკიდარს ხარს აზავერი, დაუკოდელს ხარს კურო, ბუღა და პრასი, შესაწირავს კურატი და ზვარა, კუდა მოზვერს კოკოზა, ბერწ ფურს ურწანი, უზვი და ფურბერწი. კამბეჩთა და ირემტა მამალ-დედალნიც ხარ-ფურობით ითქმიან.

Рейтинг статьи:
Комментарии:

Вопрос-ответ:

Похожие слова

Ссылка для сайта или блога:
Ссылка для форума (bb-код):

Самые популярные термины